უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს გუშინ 12 ადამიანი ემსხვერპლა | დაშავებულია 50-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს

დონეცკის ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფალაშკინის ცნობით, რუსეთის თავდასხმების შედეგად რეგიონში 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავდა 43. ჩასივ იარში 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ სელიდოვეში 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ქალაქ ტორეცკზე თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

ფალაშკინის განცხადებით, სოფელ კომარზე რუსებმა თავდასხმისთვის სამი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. 

ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით,გუშინ რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა რვა სახლი, გაზსადენი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. 1 ქალი დაიღუპა და 1 დაშავდა ბერისლავის რაიონის სოფელ ხრეშჩენივკაში, როდესაც ის რუსული საარტილერიო ცეცხლის სამიზნე გახდა.

დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლზე თავდასხმის შედეგად, 21 და 61 წლის ორი კაცი დაშავდა - განაცხადა გუბერნატორმა სერხიი ლისაკმა. ასევე, დაზიანდა შვიდი სახლი, მაღალსართულიანი შენობა, ასევე სამედიცინო დაწესებულება,  სამრეწველო საწარმო და გაზსადენი. 

რუსული თავდასხმები ასევე დაფიქსირდა ხარკოვის, სუმის, მიკოლაევის და ზაპოროჟიეს ოლქებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი