NATO-ს სამიტზე ბულგარეთი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს

გამოქვეყნდა:

ბულგარეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტარ გლავჩევმა განაცხადა, რომ ოფიციალური სოფია, NATO-ს სამიტზე, ვაშინგტონში, 9-11 ივლისს, უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მას გულწრფელად სჯერა, რომ უნდა დადგეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელში შუამავალი ბულგარეთი იქნება. თუმცა, მისივე განცხადებით, გაურკვეველია იქნება თუ არა ქვეყანა შუამავლად აღიარებული. 

"ამაზე [მოლაპარაკებებზე] უკეთესი რა შეიძლება იყოს? და ამას მე შემოგთავაზებთ, პრობლემა არ არის... მე წარვადგენ კარგ შეთავაზებას, მაგრამ ის მოითხოვს შეთანხმებას, რომ ჩვენ შუამავლებად ვიყოთ აღიარებული. აუცილებელია ხაზი გავუსვა, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა შეესაბამებოდეს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს. ეს არის პირობები, რომლებიც, ჩემი აზრით, შეუსაბამოა," - განაცხადა გლავჩევმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი