თურქეთმა უკრაინას ომის დასასრულებლად "მშვიდობის პლატფორმის" შექმნა შესთავაზა

გამოქვეყნდა:

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა უკრაინას ომის დასასრულებლად "მშვიდობის პლატფორმის" შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, ომის დასასრულებლად მიმდინარე ძალისხმევა "უფრო დიდ ფართობზე უნდა გავრცელდეს".

"უნდა შეიქმნას სამშვიდობო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუშლის პოლარიზაციის გაღრმავებას, ექნება მაღალი ჩართულობა და წარმომადგენლობა და პრიორიტეტს დიპლომატიას მიანიჭებს," - განაცხადა 
ფიდანმა. 

მანამდე, კვირის დასაწყისში ყაზახეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, რომ თურქეთი ყოფილიყო ომის დასრულების შუამავალი. რაზეც პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ერდოღანი ვერ იქნება შუამავალი. 

უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს მისი 10-საფეხურიანი სამშვიდობო ფორმულის საფუძველზე, რომელიც მოიცავს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან. მოსკოვმა ეს წინადადება უარყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი