"ჩვენი ქვეყნისთვის ახალ, საზღვაო სტრატეგიას ვამუშავებთ - უკრაინის საზღვაო სტრატეგია" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ქვეყნისთვის ახალ, საზღვაო სტრატეგიას ვამუშავებთ - უკრაინის საზღვაო სტრატეგია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. 

ჩვენი ქვეყნისთვის ახალ, საზღვაო სტრატეგიას ვამუშავებთ - უკრაინის საზღვაო სტრატეგია. ამ პუნქტის დეტალების შემუშავება მალე დასრულდება. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ომმა ძალთა ბალანსი მთელ შავი ზღვის რეგიონში შეცვალა, რუსული ფლოტი ამ მხარეში აღარასოდეს გაბატონდება. უკრაინის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების გათვალისწინებით ჩვენს ინტერესებს ვამაგრებთ. უკრაინა ყოველთვის იქნება სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ინტერესებისა და გადამწყვეტი სატრანსპორტო მარშრუტების ზღვაზე დაცვა შეეძლება, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესების, - წერს ზელენსკი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი