რუსეთის მიერ გაშვებული 13 "შაჰიდიდან" 13 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 13 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 13 ჩამოაგდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ხარკოვში, კიროვოგრადში, სუმისა და პოლტავას რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი