რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში გაზის გამანაწილებელ კვანძში აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ალუშტას მახლობლად გაზის გამანაწილებელ კვანძში აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. ცეცხლის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ადგილზე სამაშველო და სატყეო ჯგუფები მუშაობენ.

რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ალუშტას მერმა, გალინა ოგნევას განცხადებით, ხანძრის გამო რაიონში 14 დასახლებული პუნქტისთვის შეჩერებულია გაზის მიწოდება. მისივე თქმით, ინციდენტმა შესაძლოა გაზის სრული გათიშვა გამოიწვიოს. 

ამ დროისთვის, უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარი, შესაძლოა, ალუშტას რაიონის სოფლებს მალი მაიაკსა და ვინოგრადნის შორის აფეთქებას გამოეწვია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი