"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო ძალადობრივი ხდება. მმართველი პარტიის აქტივისტები დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრითაც დაემუქრნენ. ძალადობის ფაქტების რაოდენობა რეგიონების გარდა დედაქალაქშიც იზრდება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო აქციების ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
ხმაური იყო დღეს თბილისში, დადიანის ქუჩაზეც. "ლეიბორისტული პარტიის" წევრები მათი საარჩევნო ბანერების ჩამოხევას აპროტესტესტებდნენ. ბანერები გაკრული იყო ღობეზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. ირკვევა რომ სამუშაოებს "ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანია აწარმოებს და "ლეიბორისტების" ინფორმაციით, ბანერები სწორედ "ოცნების" მხარდამჭერმა მშენებლებმა ჩამოხიეს. მშრომელების პარტიის საკრებულოს დეპუტატი თემურ წიკლაური ინციდენტის გამო დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ძალადობრივი საარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიცია დეტალურ ინფორმაციას საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდის. ხელისუფლების ოპონენტები ელოდებიან, რომ წინაასარჩევნო გარემო 31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად დაიძაბება.