"ლეიბორისტული პარტიის" წევრებს დაჭრით დაემუქრნენ. ხმაური დადიანის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიის წევრებმა საკუთარი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გააპროტესტეს. 

პლაკატები სამშენებლო ღობეზე იყო გაკრული, რომელიც "ოცნების" შემომწირველების მშენებლობას ესაზღვრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სწორედ "ოცნების" მხარდამჭერებმა დახიესპლაკატებ და მას დაჭრითაც დაემუქრნენ. მომხდართან დაკავშირებით, "ლეიბორისტების" წევრი თემურ წიკლაური დაკითხვაზეა გადაყვანილი. 

ეს არ არის ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმის პირველი შემთხვევა - ცოტა ხნის წინ, წალკაში 
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, ედვარდ პეტროსიანს დაესხნენ თავს. პეტროსიანი ფიზიკურ ძალადობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

მანამდე კი დმანისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და ამის ამსხვალი ვიდეომასალაც არსებობს. დღეს კი "ოცნების" ადგილობრივი მაღალჩინოსანი "მთავარის" გადამღეჯ ჯგუფს დაესხა თავს და ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა.

მიუხედავად ამ ფაქტებისა, უმრავლესობის ლიდერები წინასაარჩევნოდ გახშირებულ ძალადობრივ შემთხვევებს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში სიმშვიდეა და ყველა პოლიტიკური პარტია საკუთარ საარჩევნო კამპანიას მშვიდად ატარებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი