უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, რუსი აგენტი დააკავეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (СБУ) რუსი აგენტი დააკავა, რომელიც ამზადებდა სარაკეტო დარტყმებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებზე და კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებში საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე.

უწყება ამბობს, რომ რუსების მთავარ სამიზნეებს შორის იყო სამხედრო აეროდრომები და საჰაერო თავდაცვის დანაყოფები, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, საწვავის საცავები და ძირითადი ელექტროსადგურები.

დაკავებული პირი რუსების სამიზნეებს ზვერავდა და მისთვის საჭირო ლოკაციებს, ფარულად აფიქსირებდა ტელეფონის კამერაზე. მიღებული ინფორმაცია აგენტმა მოსკოვის რეგიონის ФСБ-ს დეპარტამენტის თანამშრომელს გადასცა.

СБУ-მ რუსეთის აგენტი იმ დროს დააკავა, როცა დაზვერვას აწარმოებდა კიევის რეგიონში. მას უვადო პატიმრობა ემუქრება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი