რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა | დაიბომბა ბავშვთა საავადმყოფო, არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დარტყმა იყო ბავშვთა ეროვნული სპეციალიზებული ჰოსპიტალის შენობაზე. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მიმდინარეობს ევაკუაცია. უკრაინული მედია წერს, რომ არიან დაშავებულები. 

მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაკეტების ნამსხვევები ჩამოვარდა დნეპრისა და სოლომენსკის რაიონებში. აფეთქებების ხმა იყო შევჩენკოს რაიონშიც. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"ვამოწმებთ ინფორმაციას ერთი გარდაცვლილის შესახებ", - წერს კლიჩკო.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე რუსული ჯარების დილით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და დაწერა, რომ კრემლმა სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

"რუსმა ტერორისტებმა კვლავ განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო", - დაწერა ზელენსკიმ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი