რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა | დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე.

დედაქალაქ კიევში, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, დაიბომბა ქალაქის ბავშვა საავადმყოფო, მიმდინარეობს პაციენტების ევაკუაცია.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, სამი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ქალაქ პოკროვსკში.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე რუსული ჯარების დილით განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და დაწერა, რომ კრემლმა სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

"რუსმა ტერორისტებმა კვლავ განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნეპრი, კრივოი როგი, სლავიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო", - დაწერა ზელენსკიმ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი