ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე | ზელენსკი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმუარა რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშს. მისი თქმით, ეს საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და რომ მან ათასობით ბავშვი გადაარჩინა. 

"ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი.

შეუძლებელია რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი", - დაწერა ზელენსკიმ.

რაკეტების ნამსხვევები ჩამოვარდა ქალაქის რამდენიმე რაიონში. ბოლო ცნობებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი