პოლონეთმა და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ  ტუსკმა, ვარშავაში, უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინა და პოლონეთი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ასევე, პირობა დადეს, რომ "მჭიდროდ ითანამშრომლებენ უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს აღდგენის საქმეში". 

შეთანხმების მიხედვით, 2024 წელს პოლონეთი უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო დახმარების პაკეტს და გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

ვარშავა განიხილავს მიგ-29-ის მინიმუმ ერთი დამატებითი ესკადრილიის (მინიმუმ 14 გამანადგურებელი) უკრაინისთვის მიწოდების შესაძლებლობას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში, დღეს, 8 ივლისს ჩავიდა. ვაშინგტონში NATO-ს სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

პოლონეთი დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებიდან ბოლოა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერა, 2023 წლის ივლისში დადებული პირობის საფუძველზე. დადებულ შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლის 2 დეკემბერს აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან.

მანამდე, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად, მსგავს ორმხრივ შეთანხმებას სხვა სახელმწიფოებმაც მოაწერეს ხელი, მათ შორის აშშ-მა, EU-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი