უკრაინა აცხადებს, რომ 38 რუსული რაკეტიდან 30 ჩამოაგდო | თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 30 ჩამოაგდეს დღევანდელი თავდასხმის დროს. უწყება ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისას ფრთოსანი, ბალისტიკური, საჰაერო ბალისტიკური და მართვადი რაკეტები გამოიყენა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაშავდა. 

კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 16 ადამიანი დაშავდა, განაცხადა მერმა, ვიტალი კლიჩკომ, მათგან 7 ბავშვია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად. 

კიევის გარდა თავდასხმა იყო ქალაქებზე - დნიპროს, კრივი რიჰი, დონეცკის ოლქის ქალაქები. პოლონეთში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბოლო ცნობებით, ჯამში დაღუპულია 27 ადამიანი და დაშავებულია 100-ზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი