ვოლგოგრადის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობის საცავსა და ქვესადგურზე

გამოქვეყნდა:

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში. გუბერნატორის განცხადებით, ხანძარი გაჩნდა ნავთობის საცავსა და ელექტრო ქვესადგურში.

ვასილი გოლუბევი ამბობს, რომ უკრაინამ "ათობით" უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა რუსეთის სამხრეთ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას.

"უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ფროლოვოს ქვესადგურსა და ქალაქ კალაჩ-ონ-დონში მდებარე ნავთობის საცავში", - ციტირებს გუბერნატორის განცხადებას ადმინისტრაციის "ტელერგამ არხი".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი