Bloomberg: დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი კირ სტარმერი დათანხმდა რომ უკრაინამ გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს ბრიტანეთის მიერ გადაცემულ  Storm Shadow-ს რაკეტებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, Storm Shadows უნდა იყოს გამოყენებული „თავდაცვითი მიზნებისთვის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად".

Bloomberg-ის ცნობით, სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow რაკეტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად.

გამოცემა წერს, რომ ამ გზით ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა დაადასტურა თავისი წინამორბედების პოლიტიკა უკრაინის ომში ბრიტანული შორეული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი