"მადლობელი ვარ... F-16-ები რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან უკრაინელების უკეთ დაცვაში დაგვეხმარებიან" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მადლობელი ვარ... F-16-ები რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან უკრაინელების უკეთ დაცვაში 
დაგვეხმარებიან", 
- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა და შეერთებული შტატებს, დანიას, ნიდერლანდებს, ბელგიასა და ნორვეგიას F-16-ებით დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, F-16-ები უკრაინას რუსეთის ისეთი თავდასხმებისგან დაიცავს, როგორიც ამ კვირაში კიევში საავადმყოფოზე თავდასხმა იყო.

"მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, დანიისა და ნიდერლანდების პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისთვის ყველა უკრაინელის მიზნის მისაღწევად: უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებისთვის F-16-ებით.

მადლობელი ვარ ბელგიისა და ნორვეგიის იმ ვალდებულებისთვის, რომ მოგვაწოდონ თავიანთი F-16 თვითმფრინავები. ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რუსეთის უნარი გააგრძელოს ტერორი უკრაინელი ხალხის, ქალაქებისა და თემებისთვის, შემცირდება.

F-16-ები ასევე გამოყენებული იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაგვეხმარებიან უკრაინელების უკეთ დაცვაში რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან, როგორიც არის ამ კვირის დარტყმა კიევის ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე.

მე ველი, რომ ჩვენი საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიცია კიდევ უფრო გაძლიერდება ახალი მონაწილეების შეერთებით. F-16-ები აახლოებენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ცხადყოფს, რომ ტერორი ყველგან და ნებისმიერ დროს უნდა მარცხდებოდეს.

ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას ვაშინგტონში, რათა მივაღწიოთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს," - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი