რუსები მიკოლაევის ოლქს რაკეტებით დაესხნენ თავს | არის მსხვერპლი, დაშავდა ქალაქის მერი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, მიკოლაევის ოლქში, რუსების სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რვა დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

კიმის განცხადებით, რუსები ქალაქ ვოზნესენსკში თავს სამოქალაქო დაწესებულებას დაესხნენ. მისივე თქმით, დაშავებულებს შორისაა ადგილობრივი მერიც.

თავდასხმამდე, სამხრეთ რეგიონებში რუსული ავიაციის აქტივობის გამო, უკრაინის საჰაერო ძალებმა საჰაერო თავდასხმის განგაში გამოაცხადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი