უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესში მივიდა და სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან ორი სენატორი დააჯილდოვა კიდეც.
როგორც მედია წერს, ზელენსკი, მოსალოდნელია, რომ დემოკრატების ლიდერს, სენატორ ჩაკ შუმერსა და რესპუბლიკელების ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს პირადადაც შეხვდება. სავარაუდოდ, შეხვედრას სხვა მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან და უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ.