მოსკოვის მერი ამბობს, რომ დედაქალაქზე დრონით შეტევა მოიგერიეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ამბობს, რომ ქალაქზე დრონებით შეტევის მცდელობა იყო. მისი თქმით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ სტუპინოს მახლობლად დრონი ჩამოაგდეს, რომელიც დედაქალაქისკენ მიმართულებით მიფრინავდა.

"წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა", - წერს ის "ტელეგრამის" არხზე.

სტუპინო მდებარეობს მოსკოვის სამხრეთით დაახლოებით 100 კილომეტრში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი