შვედეთი უკრაინისთვის შექმნილ "დრონების კოალიციას" უერთდება

გამოქვეყნდა:

"სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვაში და დრონებით მობილიზებაში“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა, რომელმაც გუშინ, ვაშინგტონში, შესაბამის შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

მაისის ბოლოს, შვედეთის პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სტოკჰოლმი 2024-2026 წლებში კიევს დაახლოებით 6,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს სამხედრო დახმარებისთვის.

შეთახმების მიხედვით, შვედეთი ასევე ვალდებულია უკრაინას გადასცეს ASC 890 სადაზვერვო თვითმფრინავი, CV90 ქვეითი საბრძოლო მანქანები და Archer 155 მმ მრავალფუნქციური თვითმავალი საარტილერიო დანაყოფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი