"მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც" | ბაიდენი ზელენსკის შეხვდა და დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

"მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც", - ასე მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დახმარების ახალ, 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. 

"ვამაყობ, რომ დღეს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად ახალ პაკეტს ვაცხადებ. ეს არის მერვე პაკეტი, რომელსაც მე ვაცხადებ მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს მოეწერა ხელი", - განაცხადა ბაიდენმა. 

მისივე თქმით, აშშ NATO-ში მის მოკავშირეებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ "ამ ზაფხულს უკრაინამ F-16-ით იფრინოს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი