უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 19 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 11 ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს მიკოლაევის, კიევის, ვინიცის, ხმელნიცკის, ხერსონის და სუმის რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.