უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 5 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 4 ჩამოაგდეს, მეხუთემ კი უკრაინის საჰაერო სივრცე, ბელარუსის გომელის რეგიონის მიმართულებით, დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს დონეცკისა და ხარკოვის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.