უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ნიკოპოლის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი, სერგი ლისაკი ავრცელებს.
"ნიკოპოლის რაიონში მტრის საარტილერიო სროლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ნიკოპოლში 51 წლის კაცი დაჭრეს. ის საშუალო სიმძიმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორი დაჭრილია - 31 და 56 წლის - პოკროვსკის თემში. მათ მკურნალობა ამბულატორიულად ჩაუტარდებათ," - წერს ლისაკი.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი შენობები და კერძო სახლები, ფერმის შენობები, სამრეწველო და კომუნალური საწარმოები, რეგიონული დაწესებულება, ლიცეუმი და მანქანები.