განაღმვითი სამუშაოები და კიბერუსაფრთხოება | ზელენსკი ირლანდიის პრემიერმინისტრს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიის პრემიერმინისტრ სიმონ ჰარისს შეხვდა და განაღმვით სამუშაოებსა და კიბერუსაფრთხოების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ვრცელდება. 

მედია წერს, რომ ზელენსკიმ და რაისმა სამშვიდობო სამიტის შემდგომი ნაბიჯებიც განიხილეს, რომელიც მიზნად უკრაინელი ბავშვების სახლში დაბრუნების თემაზე, მსოფლიო ყურადღების გაზრდას ისახავს.  

"მადლობა ირლანდიას, შვეიცარიის სამშვიდობო სამიტის მხარდაჭერისთვის. მადლობა პრემიერმინისტრს დიდი ყურადღებისა და უკრაინელი ბავშვების სახლში დაბრუნებაში შეტანილი წვლილისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიის მთავრობამ ევროპული სამშვიდობო სამიტის ფარგლებში უკრაინას 250 მილიონი ევროს (210 მილიონი ფუნტი) არალეტალური სამხედრო დახმარება გამოუყო. 

აქვე, ცნობილია, რომ ზელენსკი ილანდიის შემდეგ დიდ ბრიტანეთს ეწვევა, სადაც 25 ივლისს, ოქსფორდშირის საგრაფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, რომელიც ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი