ჩეხეთი უკრაინას წლის ბოლომდე 100 000-მდე ჭურვს გადასცემს | პაველი

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პრემიერმინისტრის, პეტრ პაველის განცხადებით, ჩეხეთი უკრაინას სექტემბრიდან წლის ბოლომდე 80 000-100 000 ჭურვს გადასცემს. 

ჩეხი პოლიტიკოსის თქმით, მათი მიზანი უკრაინისთვის 500 ათასი ჭურვის მიწოდებაა. 50 000 ჭურვს უკრაინა ივლისსა და აგვისტოში მიიღებს, საბრძოლო იარაღის მეორე ნაწილი კი სექტემბერში გაიგზავნება. 

პაველის თქმით, დასავლეთმა რუსეთი უნდა დაარწმუნოს, რომ ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ მიაღწევენ. რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდამდე ასე უნდა მიიყვანონ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარალელურად უკრაინას უნდა მიაწოდონ ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება. 

პეტრ პაველმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთმა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად არასდროს უნდა აღიაროს.

შეგახსენებთ, რომ ჭურვები ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კომპონენტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი