რუსების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა | დაშავდა 20-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ხერსონის რაიონი დაბომბა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, 22 კი დაშავდა.

თავდაპირველად, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდ პროკუდინმა ტელეგრამ არხზე გაავრცელა. პროკუდინმა 41 წლის მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურა და მის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. 

„სამწუხაროდ, რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები მოკლა. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა დარივსკის თემი დაბომბეს. 41 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ახლობლებს.'' - დაწერა მან.

მოგვიანებით, ინფორმაცია დაზუსტდა და ცნობილი გახდა კიდევ ერთი დაღუპულის და 22 დაშავებულის შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი