ხარკოვის ოლქში რუსების თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 28 დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში რუსული თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს

სინეგუბოვის თქმით, რუსები კუპიანსკს გასულ დღეს ორჯერ დაესხნენ თავს, შედეგად 2 ქალი დაშავდა. FPV თვითმფრინავის დარტყმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსიც. საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ყოფილ საწარმოს, დაზიანდა ოთხი კერძო სახლი.

კუპიანსკ-ვუზლოვიში დაბომბვის შედეგად დაშავდა 1 ქალი და ორსართულიანი შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. სოფელ პრიშტინში დაბომბვის შედეგად სატვირთო მანქანა დაიწვა.

ოლქის ხელმძღვანელის თქმით, 15:40 საათზე ხარკოვის რაიონში, რკინიგზის სადგურს ორი "ისკანდერი" დაეჯახა. დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი - 14 წლის გოგონა და 9 წლის ბიჭი. გოგონას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმების შედეგად, დაზიანდა 26 საცხოვრებელი კორპუსი, 9 ადმინისტრაციული შენობა, ორი ვაგონი, სადგურის შენობა, სამი დამხმარე შენობა და რკინიგზის ლიანდაგი. მოკლეს ხარკოვის რეგიონში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი დეპარტამენტის, ხარკოვის რაიონული დეპარტამენტის უფროსი, არტემ კოსტირია და საპატრულო პოლიციის რეაგირების სექტორის პოლიციელი, ოლექსიი კოშჩიი.

როგორც სინეგუბოვმა აღნიშნა, რუსებმა 1 დღეში 53 მართვადი საჰაერო ბომბი, ორი ისკანდერ-მ რაკეტა, ერთი FPV დრონი და ერთი შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ხარკოვის რეგიონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი