უკრაინას აქვს უფლება მიიტანოს იერიში აგრესორის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სამიზნეებისთვის. 

''ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას უეჭველად აქვს უფლება მიიტანოს იერიში აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე. ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით, ვინაიდან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს მოიცავს აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმებს. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია'' - აცხადებს სტოლტენბერგი. 

მისი თქმით, NATO-ს ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინისთვის გადაცემულ ზოგიერთ იარაღზე შეზღუდვები დააწესა, ხოლო ზოგი არ ადგენს ლიმიტებს და გარკვეული შეზღუდვებით შემოიფარგლება. 

"ახლა კი ზოგიერთი მოკავშირე არბილებს შეზღუდვებს, მათ შორის იმ საომარი მოქმედებების გამო, რომლის განხორციელებასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს ან უკვე განახორციელა ხარკოვის რეგიონის ტერიტორიაზე", - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი