რუსეთის რეგიონებზე, ასევე ანექსირებულ ყირიმზე დრონებით თავდასხმა იყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის რეგიონებზე, ასევე ანექსირებულ ყირიმზე დრონებით შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ჩამოაგდეს და შეაჩერეს 22 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, ბრიანსკის ოლქის თავზე - 15, ყირიმის თავზე - 6 და კიდევ ერთი ლიპეცკის ოლქის თავზე. 

მანამდე ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი "ჩავარდა ელექტრო ქვესადგურის ტერიტორიაზე სტანოვლიანსკის მუნიციპალურ ოლქში." გუბერნატორის თქმით, არავინ დაშავებულა და "ელექტროქვესადგურის მუშაობა არ შეფერხებულა".

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი