გამოსავალი არის სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია და მოსამართლეების თავიდან შერჩევა| წიქარიშვილი

გამოქვეყნდა:

იუსტიციის საბჭოს ახლადდანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმაზე, თუ სად ხედავს გამოსავალს და რა არის საჭირო სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის.

"მთავარი საკითხი იყო, თუ რა იქნება გამოსავალი და ჩემი პასუხი იყო, რომ ესაა  სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია და მოსამართლეების თავიდან შერჩევა. მაგრამ ეს გამოსავალი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სისტემის სიღრმისეული შეფასება, თუ სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა უმრავლესობა აღიარებენ იმ პრობლემებს რაც არის, შეიძლება ამ მოქმედი სასამართლოსგან შედგეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი. მოსამართლეებმა, რომლებმაც იციან ყველაფერი და ინახავენ ამ ინფორმაციას, ეს რაღაც ფორმით უნდა თქვან" - განაცხადა კახა წიქარიშვილმა

პრეზიდინტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად  კახა წიქარიშვილი დანიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი