კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონი თავს დაესხა დაბა კორენევოში დაბალი ძაბვის აღჭურვილობის ქარხანას.
მისი თქმით, არც ერთი მუშა არ დაშავებულა.
"ერთ-ერთ ტექნოლოგიურ სახელოსნოში გაჩენილ ხანძარს ორი რაიონის სახანძრო ეკიპაჟები აქრობენ", - დაწერა მან.
"ტელეგრამის არხი" SHOT-ის ცნობით, ხანძრის ფართობი დაახლოებით 500 კვადრატული მეტრია.