უკრაინა და რუსეთი დღეს ტყვეების მასშტაბურ გაცვლას გეგმავენ | Bloomberg

გამოქვეყნდა:

უკრაინა და რუსეთი დღეს ტყვეების მასშტაბურ გაცვლას გეგმავენ. ამის შესახებ Bloomberg-ი ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მხარეები 180 სამხედრო ტყვეს გაცვლას 17 ივლისს გეგმავენ. შეთანხმება მომზადდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების შუამავლობით. ეს იქნება მეექვსე ტყვეთა გაცვლა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროების დახმარებით წლის დასაწყისიდან განხორციელდა, აღნიშნავს Bloomberg.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა სააგენტოს მოთხოვნას და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი