Росстат-ი სიკვდილიანობის მონაცემებს მალავს, რომელსაც ჟურნალისტები ომის დანაკარგების გამოსათვლელად იყენებდნენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური (Росстат) სიკვდილიანობის მონაცემებს მალავს, რომელსაც ჟურნალისტები ომში დანაკარგების გამოსათვლელად იყენებდნენ. კერძოდ, "როსსტატმა" შეწყვიტა დეტალური მონაცემების გამოქვეყნება გარე მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.

ეს ცხრილები აღარ არის შეტანილი უწყების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობას ეხებოდა. ამის შესახებ დემოგრაფ ალექსეი რაკშაზე დაყრდნობით "დოჟდი" წერს.

გარდა ამისა, ცხრილიდან გაქრა სვეტები ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით გარდაცვალების მიზეზების შესახებ. ამის ნაცვლად, "როსტატმა" დაიწყო მონაცემების გავრცელება განათლების დონის შესახებ.

გარე მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევებს, მკვლელობებს, დამწვრობას და ა.შ. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ომში დაღუპულებიც.

დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ეს მონაცემები გამოიყენეს უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთის დანაკარგების მასშტაბის შესაფასებლად. ჟურნალისტური პროექტის "მნიშვნელოვანი ისტორიების" მიერ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ივნისში გაკეთებული გამოთვლებით, 2022 და 2023 წლებში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განმავლობაში სულ მცირე 70 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი