უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 16-ვე დრონი, ასევე ორი რაკეტა ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადების თანახმად, ღამით რუსების მიერ გაშვებული 16-ვე დრონი და სამი რაკეტიდან ორი ჩამოაგდეს. 

დნეპროპეტროვსკის ოლქში ორი რაკეტისა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ მანამდე განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა. მისივე თქმით, ქალაქ ნიკოპოლში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, 51 და 60 წლის.

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადა რუსეთის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. 

ხარკოვის ოლქში დაშავდა ქალი, მიზეზი დრონიდან საბრძოლო მასალის ჩამოვარდნა გახდა, წერს რეგიონის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.

კიევისა და პოლტავას ოლქების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს თავდასხმების შესახებ, დაშავებული არავინაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი