რუსული კანონი საკონსტიტუციოში | გავიხსენოთ, ვინ არიან განმხილველი მოსამართლეები

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაშია მიღებული - რუსულ კანონზე მსჯელობა რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს  საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პლენუმმა, რომელმაც ირაკლი კობახიძეს დაუკმაყოფილა სარჩელი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და სახელმწიფოს მეთაური უცხოური ვიზიტების გამო კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გამომდინარე აქედან, თითქმის ყველა თანხმდება რომ პლენუმი მოსამართლე მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით იმგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილის  ინტერესებშია. ამ ვერსიას პლენუმის შემადგენლობა ამყარებს.

მოსამართლეთა შორის ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრში დღეს ვასილ როინიშვილი მოექცა. ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა.

მის სახელთან არაერთი გახმაურებული საქმეა დაკავშირებული, მათ შორისაა, როინ შავაძის საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოკლეს. როინიშვილი აჭარის საოლქო პროკურორი იყო. მაშინ ყველა საუბრობდა იმაზე, რომ როინ შავაძის საქმე ვასილ როინიშვილმა გააყალბა. 

პრეზიდენტის სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით განიხილავს. ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადითაა არჩეული. სასამართლო სისტემაში მისმა მოღვაწეობამ  აჟიოტაჟი არაერთხელ გამოიწვია. მერაბ ტურავას სისტემიდან წასვლა წინა ხელისუფლების პერიოდში მოუწია, "ქართულმა ოცნებამ" კი ის დააბრუნა. ტურავას სახელი დაკავშირებული რუსთავი 2-ის საქმესთანაც. მაშინ  ის ცდილობდა პროცესები გაეჭიანურებინა და სხვადასხვა მიზეზით სხდომებზე არ გამოცხადებულიყო. ტურავა დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ ერთ - 1489 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელიც 2020 წელს გაცვლის სანაცვლოდ აქვს რეგისტრირებული. სხვა ქონება დეკლარაციის მიხედვით, არ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში სახელფასო სარგოს სახით მიღებული აქვს 138 569 ლარი.

რუსული კანონის კონსტიტუციურობა/არაკონსტიტუციურობას განიხილავს "ოცნების" მხარდამჭერი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ევა გოცირიძე. გოცირიძე პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წელს აირჩია. მის დანიშვნას მხოლოდ "ქართული ოცნება" უჭერდა მხარს,   არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია კი ეწინააღმდეგებოდა, რადგან გოცირიძეს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არასდროს ქონია. 

საკონსტიტუციოს მოსამართლეა მანანა კობახიძე - ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი და პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

პრეზიდენტის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით,  121 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი