რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 25, მათ შორის ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
დონეცკის ოლქში, გუბერნატორის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსეთი თავს დაეხა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 14 წლის ბავშვი. სინიეგუბოვის თქმით, თავდასხმამ გაანადგურა ცხრა მანქანა, დააზიანა მრავალი საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა.
ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ხერსონის ოლქში, 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაზიანდა სატელევიზიო ანძა, მობილური დისპანსერი, მაღალსართულიანი შენობები, სახლები, გაზსადენები და სხვა ქონება. რუსულ თავდასხმას ქალაქ ბილოზერკაში 72 წლის ქალი ემსხვერპლა.
სუმის ოლქში, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 19 ივლისს, ნოვა სლობოდას თემზე რუსული თვითმფრინავის თავდასხმის დროს ქალი დაშავდა.
რუსეთი თავს დაესხა ასევე ჩერნიგოვის, დნიპროპეტროვსკის, ლუგანსკის, მიკოლაევის და ზაპორიჟიეს ოლქებს.