ლიეტუვა ვილნიუსის გაუქმებული თბოელექტროსადგურის კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობას უკრაინას გადასცემს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა უკრაინას გაუქმებული თბოელექტროსადგურის ენერგეტიკულ აღჭურვილობას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის მედია LRT-ი ავრცელებს.

ენერგეტიკულმა კომპანია Ignitis Gamyba-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინას ჩუქნის 300-ზე მეტ ძირითადი აღჭურვილობის ნაწილს, მათ შორის ტურბინები და გენერატორები. მათი გადატანა გაუქმებული ვილნიუსის CHP-3-დან მოხდება.

აღნიშნული ელექტროსადგური 2015 წელს მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო დაიხურა. კომპანიის ხელმძღვანელის, ასტა სუნგაილენის თქმით, CHP-3-ის აღჭურვილობა არა მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვისაა შესაფერისი, არამედ ქვეყნის ელექტრო ქსელის ოპერატორის საჭიროებებსაც აკმაყოფილებს.

ასევე, გასულ ორშაბათს, სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიეტუვის ენერგეტიკული კომპანიები უკრაინას 50 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აღჭურვილობას გადასცემენ.

მანამდე კი, ივნისის ბოლოს ლიეტუვის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორმა Litgrid-მა უკრაინას 4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოტრანსფორმატორები და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობა გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი