სუმის ოლქში, კონოტოპის რაიონში, 20 ივლისის ღამეს, რუსეთის თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ და ზარალის ხარისხს იკვლევენ. რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მანამდე, ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე, უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგო პროვაიდერმა DTEK-მა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად გამოწვეული ენერგომომარაგების შემცირების გამო, უკრაინელებს ელექტროენერგია მხოლოდ 6-7 საათის განმავლობაში ექნებათ, მომავალ ზამთარს. იმ შემთხვევაში კი თუ ისინი ვერ შეძლებენ დაზიანებული სადგურების აღდგენას ელექტროენერგია შეიძლება ზოგიერთს დღე-ღამეში 20 საათითაც შეუწყდეს.