ხუთის ნაცვლად შვიდი დაჯილდოებული და ჟიურის პროტესტი | რა მოხდა მაჩაბლის პრემიის დაჯილდოებაზე

გამოქვეყნდა:

"მაჩაბელის" ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე ჟიურის წევრებმა შეიტყვეს, რომ კონკურსს ხუთის ნაცვლად, შვიდი პრიზიორი ჰყავდა.

ჟიურის მიერ შერჩეული პრიზიორებიდან სიაში დამატებით კიდევ ორი პირი აღმოჩნდა, რასაც პროტესტი მოჰყვა. ჟიურის სამმა წევრმა ერისთავის თეატრი დატოვა. თამარ გელიტაშვილმა თქვა, რომ სპეციალური პრიზი მიანიჭეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნინიკო მშვიდობაძეს, რომელსაც ეს პრიზი არ ეკუთვნოდა. მშვიდობაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეა. ჯილდო გადაეცა თურქ ქართველოლოგს ჰარუნ ჩიმქესაც.

ჟიურის წევრი განვითარებულ მოვლენებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის, იოსებ ჭუმბურიძის აქტიურობას უკავშირებენ, რომელიც ლობირებდა "ოცნების" წარმომადგენელს. 

"დავტოვეთ ჟიურის სამმა წევრმა, მე, თათია თვალერიძემ და ნინია სადღობელაშვილმა კონკურსი პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე აიგო ყველაფერი. ანუ სოსო ჭუმბურიძეს უნდოდა რომ პოეზიაში გაემარჯვებინა ნინო მშვიდობაძეს, რისიც ძალიან წინააღმდეგები ვიყავით, იმიტომ, რომ კონკურსს მიღმა დარჩნენ გაცილებით ღირსეული ადამიანები და ჩვენთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, რომ მოვედით და დაჯილდოების წინ ვიგებთ, რომ დააწესეს ნინიკო მშვიდობაძისთვის განსაკუთრებული პრიზი, ამით საერთოდ დასამარდა მაჩაბელი", - ამბობს თამარ გელიტაშვილი.

სოსო ჭუმბურიძე Facebook-ზე წერს:

"ფესტივალის დამფუძნებლის პრიზი გადაეცა თურქულ ენაზე „დათა თუთაშხიას" მთარგმნელს ჰარუმ ჩიმქეს, ხოლო სპეციალური პრიზი - პოეტ ნინიკო მშვიდობაძეს. ბოლო ორი პრიზის გაცემა იყო დამფუძნებლის უფლება და პრეროგატივა და ჟიურის წევრებს ამ საკითხთან შეხება არ ჰქონიათ.

აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია, რა გააპროტესტა ჟიურის სამმა წევრმა. ეს არა მხოლოდ გაუგებარია, უკიდურესად კომიკურიც".

ნინო მშვიდობაძეს "რადიო თავისუფლება" ესაუბრა. ის მიიჩნევს, რომ პრიზი, 1000 ლარი და საჩუქრები, დამსახურებულად მიიღო. 

"ერთი წამითაც რომ ვეჭვობდე, რომ ეს პრიზი ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო გადმომეცა, უარს ვიტყოდი. არ ვფიქრობ, რომ ასეა.  არ ვფიქრობ, რომ ცუდ და ბანალურ ლექსებს ვწერ. არ ვფიქრობ, რომ ჩემს ლექსებს „დახმარება“ სჭირდებათ პოლიტიკური შეხედულებებით ან პოლიტიკური პოზიციით. ცუდია, რომ ასე მოხდა. მაგრამ ცუდია მათთვის და არა ჩემთვის, რადგან არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და საპრიზო ადგილებიც ამიღია.

ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები ჩემმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა უფრო გააღიზიანეს. 

მიეჩვივნენ, რომ ყველა კონკურსში უნდა იმარჯვებდნენ და უცებ ასე არ ხდება. ვწუხვარ კიდევ ერთხელ. „მაჩაბელი“ არის ძალიან პრესტიჟული კონკურსი და ამ კონკურსს სახელს ვერავინ გაუტეხს", - უთხრა ნინო მშვიდობაძემ რადიო თავისუფლებას.

დაჯილდოების ცერემონიალი გორის თეატრში 18 ივლისს გაიმართა, მას 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი