მიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

მიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ მერმა, ალექსანდრე სიენკევიჩმა განაცხადა. 

სინკევიშიც ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებული კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის არიან 12 წლის ბიჭი, მოხუცი ქალი და კიდევ ერთი კაცი. თავდასხმა გუშინ, 19 ივლისს შუადღისას მოხდა, შედეგად სულ მცირე ათეული ადამიანი დაშავდა. აფეთქებამ დააზიანა 19 საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი და უამრავი მანქანა. 

"რუსეთი ყოველდღე ამტკიცებს თავისი ტერორით, რომ მასზე ზეწოლა არ არის საკმარისი. სიცოცხლის განადგურება უნდა შეწყდეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი