რუსეთმა კიევს ორი კვირის განმავლობაში დრონებით მეხუთედ შეუტია

გამოქვეყნდა:

რუსეთმა კიევს, ორი კვირის განმავლობაში, უპილოტო საფრენი აპარატებით მეხუთედ შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა დრონი გაანადგურეს, სანამ ისინი უკრაინის დედაქალაქამდე მიაღწევდნენ. ამის შესახებ უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს.

"ეს სისტემატური თავდასხმები... დრონებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამპყრობელი აქტიურად ეძებს შესაძლებლობას დაარტყა კიევს... ისინი ამოწმებენ ახალ ტაქტიკას, ეძებენ ახალი მიდგომის მარშრუტებს დედაქალაქისკენ, ცდილობენ გამოამჟღავნონ ჩვენი საჰაერო თავდაცვის მდებარეობა," - განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი პოპკომ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი