რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 39 "შაჰიდიდან" 35 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 39 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 35 ჩამოაგდეს. ასევე, რუსეთმა უკრაინას 3 ბალისტიკური რაკეტით "ისკანდერ-მ"-ით და 2 Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია. აქტიური კონტრზომების წყალობით, მტრის მართვადმა საჰაერო რაკეტებმა Kh-59/69 სამიზნეებამდე ვერ მიაღწია. 

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა სუმის, პოლტავას, კიევის, ჩერნიგოვის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, მიკოლაევის, ოდესისა და ჩერკასის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი