
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია 14 დღიანი კარანტინის შემცირებას არ ეთანხმება.
ორგანიზაციის ევროპის განყოფილების საგანგებო ვითარებათა უფროსი, კეთრინ სმოლვუდი ამბობს, რომ კარანტინის დღეების შემცირება დაუშვებელია, რადგან იზოლაციის 14 დღიანი ვადა ვირუსის ინკუბაციურ პერიოდისა და გადაცემის ალბათობას ემყარება.
WHO ევროპაში ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელების მკვეთრ ზრდას სწორედ კარანტინის ვადების შემცირებას უკავშირებს.
შეგახსენებთ რომ მთავრობის დადგენილებით საქართველოში კარანტინის ვადა აგვისტოში 14-დან ჯერ 12 დღემდე, შემდეგ კი 8 დღემდე შემცირდა.