ნატოში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია | პატრიკ ტერნერი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ ნატოს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც ნატოში გაწევრების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან... როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები." - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში , ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა თანაშემწემ და ამჟამად  უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პატრიკ ტერნერმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსში გაწევრიანება რთული გამოწვევა იქნებოდა, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე თავად საქართველოსთვის

"ნატო არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. ნატოს მიდგომა ასეთია - რასაც ვხედავთ კიდეც უკრაინასთან მიმართებაში - არსებობს სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ, ამის შემდეგ კი ალიანსი იმსჯელებს, და კონსენსუსზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას. და რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრებას, ვფიქრობ, სტანდარტებსაც რომ აკმაყოფილებდეთ, ეს მაინც რთული გამოწვევა იქნებოდა, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე თავად საქართველოსთვის." - აღნიშნა პატრიკ ტერნერმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი