რუსეთზე დრონებით შეტევა იყო | ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

გამოქვეყნდა:

რუსეთზე დრონებით შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტრომ დილით გაავრცელა ცნობა, რომ ღამით საჰარეო თავდაცვის სისტემებმა 75 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, უპილოტო თვითმფრინავების უმეტესობა ჩამოაგდეს როსტოვის ოლქის თავზე, თუმცა დრონებით თავდასხმა ასევე იყო ბელგოროდში, ვორონეჟში, სმოლენსკის, კრასნოდარის ოლქებზე, ასევე, 17 დრონი ჩამოაგდეს შავი და აზოვის ზღვების თავზე. 

რუსულმა "ტელეგრამ არხმა" კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის ვიდეო გაავრცეელს. კადრებში ჩანს, რომ თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ოლქის ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ ქარხნის ინფრასტრუქტურა უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა.

"სპეციალისტები ხანძარს 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე აქრობენ. [...] წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის", - ეწერა განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი