რუსებმა ხარკოვი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსებმა, 24 ივლისის ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ხარკოვი და მისი მიმდებარე ტერიტორიები S-300 რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი  იჰორ  ტერეხოვი  ავრცელებს. 

პირველი დარტყმა ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში არსებულ ინდუსტრიულ ზონაზე იყო, მეორე კი საცხოვრებელ ზონას შეეხო, რის შედეგადაც ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაახლოებით დილის 07:00 საათზე, მალოდანილივსკის თემზე დრონის თავდასხმის დროს ორი კაცი დაიჭრა. ცეცხლი წაუკიდეს ცხენის თავლებსაც.

თავდასხმის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი