ევროკავშირი უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1,5 მილიარდ ევროს დღეს გადასცემს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი დღეს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ 1.5 მილიარდ ევროს პირველად გადარიცხავს უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და აღდგენისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

"დღეს EU-მა შესაძლებელი გახადა უკრაინის მხარდაჭერა 1.5 მილიარდი ევროს პირველი გადახდით, რომელიც წარმოიშვა გაყინული რუსული აქტივებიდან. ეს არაჩვეულებრივი მოგება, რომელიც გენერირებულია ოპერატორების მიერ და ინახება ცენტრალურ დეპოზიტარებში რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან, ხელმისაწვდომი გახდა Euroclear-დან ევროკომისიისთვის, როგორც პირველი შენატანი 23 ივლისს. ეს თანხა ახლა ევროპის მშვიდობის ფონდისა და უკრაინის ფონდის მეშვეობით იქნება მიმართული უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების მხარდასაჭერად, ასევე ქვეყნის აღდგენის მხარდასაჭერად," - წერია განცხადებაში. 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული ფულისთვის არ არსებობს უკეთესი დანიშნულება. 

"EU უკრაინის გვერდით დგას. დღეს ჩვენ გადავრიცხავთ 1.5 მილიარდ ევროს შემოსავალს იმობილიზებული რუსული აქტივებიდან უკრაინის თავდაცვისა და აღდგენისთვის. არ არსებობს უკეთესი სიმბოლო ან გამოყენება კრემლის ფულისთვის, ვიდრე უკრაინის და მთელი ევროპის უფრო უსაფრთხო საცხოვრებლად ქცევაა", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი