უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ყირიმში საკის აეროდრომს დაარტყეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო ძალებმა ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ "საკის" შეუტიეს.

უწყება ამბობს, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება. 

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ ვერ დაიცვეს რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი", - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

საკის მახლობლად აეროდრომზე თავდასხმის შესახებ მანამდე ცნობა გაავრცელეს რუსულმა "ტელეგრამ არხებმა". ASTRA წერდა, რომ ყირიმს 4 რაკეტით შეუტიეს, მათგან ორი ჩამოაგდეს.

ASTRA-ს მიხედვით, თავდასხმა იყო საკის რაიონში ნოვოფედოროვკაში მდებარე ობიექტზე. მედიის ცნობით, იქ განადგურდა სარადარო სადგური, დაიჭრა ორი ჯარისკაცი და ცეცხლი გაუჩნდა საბრძოლო მასალას. გავრცელებული ცნობებით, კიდევ ერთი ATACMS რაკეტა მოხვდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილს საკის რაიონის სოფელ შელკოვიჩნოედან 5 კილომეტრში, რის შედეგადაც განადგურდა სარადარო სადგური (რადარის) ინსტალაცია.

რუსეთს ყირიმზე თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი